|
2016-02-16 14:55:46, 416 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: ეს რუკა კერძო მომხმარებელმა განათავსა და ორგანიზაციის პოზიციას არ გამოხატავს
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე ე.წ. აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია შეტანილი, - ამის შესახებ ინფორმაცის და დამადასურებელ რუკას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ეს რუკა ჯერ კიდევ 1 თვის წინ ნახეს და მსოფლიო ეკონომიკის ფორუმსაც დაუკავშირდნენ. "ეს რუკა ჯერ კიდევ 1 თვის წინ ვნახეთ. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმსაც დავუკავშირდით. მათ განაცხადეს, რომ არც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და არც ორგანიზაციის მიერ დაქვემდებარებულ რომელიმე ვებ გვერდზე, აღნიშნული რუკა გამოქვეყნებული არ არის. ეს რუკა დალინკა ერთ-ერთმა კერძო მომხმარებელმა ორგანიზაციის ღია ფორუმზე, თავის საკომენტარო სივრცეში. შესაბამისად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში განაცხადეს, რომ ეს მომხმარებლის კერძო კომენტარი, ორგანიზაციის პოზიციას არანაირად არ გამოხატავს და ისინი ვერ გააკონტროლებენ, რას დადებს მომხმარებელი. შესაბამისად ეს ინფორმაცია მცადირია და ეს რუკა მათ მიერ ვებ გვერდზე არ არის განთავსებული და მხოლოდ ფორუმზეა კომენტარის სახით", - განუცხადა "ექსპრესნიუს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)