|
2016-02-16 12:51:47, 378 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა კაციტაძე: დავით უსუფაშვილს ვიცნობდი, გადასაბრალებლად სხვისკენ თითის გაშვერას თავი დავანებოთ
"ვურჩევდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გადასაბრალებლად სხვისკენ თითის გაშვერას თავი დავანებოთ",-ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ შმუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ოპოზიციის მხარდაჭერას მხრიდან ეხებოდა. "საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს არაფერს ვურჩევდი, მათ თვითონ იციან, რა უნდა გააკეთონ. მე ვურჩევდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გადასაბრალებლად სხვისკენ თითის გაშვერას თავი დავანებოთ. მათ აქვთ შასნი, რომ 2016 წლისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის დახმარებით და მათი ხმების გათვალისწინებით, მოახდინონ საკონსტიტუციო ცვლილება. თუ არა, მაშინ ეს ყველაფერი მათ კისერზე იქნება. მათ დაეწერებათ და დაეწერება იმ მკვდრადშობილ საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც ორ წელიწად ნახევარია, შექმნილია, თითი თითზე არ დაუდია, რომლის თავმჯდომარეც არის ბატონი უსუფაშვილი, დასკვნები გააკეთოს თვითონ და ჩვენმა მოსახლეობამ",-განაცხადა მამუკა კაციტაძემ. ცნობისთვის, დავით უსუფაშვილმა გუშინ ოპოზიციას მოუწოდა, "სანამ სულ გვიან არ არის" 2016 წლის არჩევნების შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე მმართველი გუნდის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)