20:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 12:33:02, 594 ნახვა

საზოგადოება
მყარი ნარჩენების რეციკლირების საკითხებზე იმსჯელეს

სასტუმრო ,,თბილისი რუმსში“  ,,მყარი მუნიციპალური ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებთან დაკავშირებით, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, შეხვედრის მონაწილეებს  მყარი ნარჩენების სეპარირება- გადამუშავებასთან დაკავშირებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და გერმანიის განვითარების ბანკის ( KFW) წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მაგალითზე, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობისა და სეპარირება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე იმსჯელეს.  

 სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა EBRD-ის , SIDA-ს  , USAID -ის წარმომადგენლებმაც მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics