|
2016-02-15 19:05:28, 413 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: არმაზ ახვლედიანს თავისი ზედმეტი შენიშვნებისა და ხმამაღალი განცხადებების გამო ვთხოვეთ, წევრობა შეეჩერებინა
"არმაზ ახვლედიანი არ არის მგონი ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია, ვერც ერკვევა სიტუაციაში. ის რომ საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს, ჩემთვის შეურაცხმყოფელია",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი "ქართული ოცნების" ყოფილი პოლიტიკური მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებებს. მისივე შეფასებით, არმაზ ახვლედიანი სიტუაციაში ვერ ერკვევა, არ იცის რას ნიშნავს მართვა და სწორედ ზედმეტი შენიშვნებისა და ხმამაღალი განცხადებების გამო სთხოვეს, პოლიტსაბჭოში თავისი წევრობა შეეჩერებინა. „ახლა უფრო ნათელი ხდება, რომ სწორედ ამ საბჭოთა მართვის მეთოდების და ზედმეტი შენიშვნების და ხმამაღალი განცხადებების გამო ვთხოვეთ მას, შეეჩერებინა თავისი წევრობა პოლიტსაბჭოში და განცდები, მართალი გითხრათ, გვქონდა, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ადამიანი არ არის მგონი ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია, ვერც ერკვევა სიტუაციაში. მე არ ვფიქრობ, რომ მას პირადი შეურაცხყოფა უნდა მივაყენო, მაგრამ ის რომ საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს, შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)