|
2016-02-15 18:25:38, 587 ნახვა
პოლიტიკა
დავუთოღლუ: რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაციაზე სათანადო პასუხი რომ გაცემულიყო, უკრაინისა და სირიის ოკუპაცია არ მოხდებოდა
საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე სათანადო პასუხი რომ გაეცა, უკრაინისა და სირიის ოკუპაცია არ მოხდებოდა. ამის შესახებ თურქეთის პრემიერმა ახმედ დავუთოღლუმ თავის უკრაინელ კოლეგასთან არსენი იაცენიუკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დავუთოღლუს თქმით, რუსეთი ამ დროისთვის სამი ქვეყნის ოკუპაციას ეწევა – უკრაინის, საქართველოს და სირიის, ხოლო სომხეთს, რუსეთის დახმარების, აზერბაიჯანის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. „დღეს თურქეთი და უკრაინა უკრაინასა და სირიაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. თურქეთი ოკუპირებული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა“, – განაცხადა დავუთოღლუმ. მისივე თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას სსრკ–ს აღორძინება სურს, რაც მას არაფერს კარგს არ მოუტანს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)