|
2016-02-15 17:39:13, 398 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორი მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორი რაფაელ ჰარპაზი მიიღო. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გააქტიურებულ ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოხდეს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი. შეხვედრისას განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს მსოფლიო უსაფრთხოების გარემოზე. აღინიშნა სამუშაო ფორმატის არსებობის აუცილებლობა, რომელიც საშუალებას მისცემს მხარეებს შეაფასონ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და განსაზღვრონ მათი თავიდან აცილების გზები. ისრაელის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების და რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებების" შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)