2016-02-15 17:32:25, 609 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 1962 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
დღეს თბილისში ჰაერის ტემპერატურამ ნახევარი საუკუნის მაქსიმუმს გადააჭარბა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს, 15 თებერვალს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21.0°C დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით,15 თებერვალს თბილისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1962 წელს +21.2°C დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს არქივში კლიმატზე დაკვირვების პირველი მონაცემები 1881 წლით თარიღდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან