|
2016-02-15 13:44:22, 326 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: მნიშვნელოვანია თავად ირანელებმა იხილონ თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ
მნიშვნელოვანია თავად ირანელებმა იხილონ თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იან კელი ჟურნალისტის კითხვას, უვიზო რეჟიმის ამოქმედება რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით. როგორც კელიმ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა საჭიროებას ხედავს, რომ უსაფრთხოების საკითხები დაბალანსებული იყოს. "ჩემი პოზიცია ნათელია, საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება, როგორც თქვენთვის ცნობილია მეორე ტალღის სანქციები ირანთან მიმართებაში მოიხსნა. საქართველოს მთავრობა საჭიროებას ხედავს, რომ უსაფრთხოების საკითხები იყოს დაბალანსებული და ამავე დროს ზუსტად ის თემა, რომელიც თქვენ აღნიშნეთ რომ, ქვეყანაში ტურიზმის შედეგად მეტი თანხა შემოვიდეს. ამავე დროს მნიშვნელოვანია თავად ირანელებმა იხილონ თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, რომელიც წინ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა ჩართულობაზე და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული თავისუფლება და საზოგადოება უზრუნველყოს", - აღნიშნა კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)