19:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 12:09:17, 698 ნახვა

საზოგადოება
მზიურის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების საჩოგბურთო ბაზის მშენებლობა დაიწყება

ინვესტორთა გარკვეულმა ჯგუფმა ქართული ჩოგბურთისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტი შექმნა.

როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“  ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი აცხადებს, ეს საშვილიშვილო საქმეა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და  სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„ინვესტორთა ამ ჯგუფს პირადად მე შევთავაზე ეს იდეა და მათაც მოიწონეს. მიზანი არის ერთადერთი - ქართული ჩოგბურთი იყოს თანამედროვე სტანდარტების და ბაზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი.  უკვე არსებობს პროექტი და მისი განხორციელება „მზიურის“ ტერიტორიაზე იგეგმება. ეს მართლაც შესანიშნავი პროექტია და 8-10 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებაზეა საუბარი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინვესტორთა ეს ჯგუფი  მზად არის, ჩოგბურთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს აბსოლუტურად უფასოდ დაუთმოს მოედანი - მაგალითად,  როდესაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია დაგეგმავს ნებისიერ შეჯიბრს: საქართველოს პირველობას, ფედერაციის თასს, დევისის თასს. აქვე, მოეწყობა ვეტერან ჩოგბურთელთა ტურნირებიც და განთავსდება ჩოგბურთის ფედერაციის ოფისიც.“-განაცხადა ალექსანდრე(აკა) მეტრეველმა.

პროექტის ფარგლებში ჩოგბურთის ორი დახრული მოედნის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების და სარბენი ბილიკების მშენებლობა იგეგმება. ტერიტორიაზე 100-120-ნომრიანი სპორტული ტიპის სასტუმრო აშენდება, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს. დაემატება  ორი საცურაო აუზი, სპა, სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი, ჯანსაღი კვების ობიექტი, ცნობილი სპორტული ბრენდის ექსკლუზიური მაღაზია.  განსაკუთრებით აღსაღნიშნავია, რომ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფიტნეს ცენტრი აშენდება, რომელსაც ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ოპერატორი Worl Class გაუწევს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics