|
2016-02-15 10:50:06, 445 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პარლამენტის მოწვევით, ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში დაიწყო. პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საექსპერტო დასკვნის მომზადება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან. გარდა ამისა პარლამენტში სტუმრობისას უცხოელი ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართავენ შეხვედრებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. შესაძლოა ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტები ინტერპარტიული ჯგუფის წევრებსაც შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)