|
2016-02-14 17:53:25, 442 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს შესაძლოა, ზაფხულში ეწვიოს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი შესაძლოა, საქართველოს ზაფხულში ესტუმროს. პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, საქართველოს თავდაცვის სფეროში დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს. ელისა სლოტკინმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართ და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)