2016-02-14 14:49:30, 570 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ვისაც გიჭირთ, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენილი ტანსაცმელი აირჩიეთ და წაიღეთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა, რომ სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენილია ხალხის მიერ შეწირული ტანსაცმელი, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს შეუძლიათ წაიღონ:
"ხალხმა შემოსწირა ტანსაცმელი, რომელიც ახლაგაზრდულ ცენტრშია გამოფენილი. ვისაც სურვილი გაქვთ და ვისაც გიჭირთ, მობრძანდით და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ტანსაცმელი",-ბრძანა უწმინდესმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან