|
2016-02-14 10:30:18, 374 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს შეხვდა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კრისტოფ ჰოისგენთან. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესებზე და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა. კრისტოფ ჰოისგენმა ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)