|
2016-02-14 10:14:08, 377 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორის შეხვდა. ათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს. ბორუტ პაჰორის თქმით, სლოვენია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში. მანვე გამოხატა ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მზაობა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)