|
2016-02-13 16:29:17, 383 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე. ხაზი გაესვა გააქტიურებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი აღინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლიტვის პრეზიდენტმა რეგიონის უსაფრთხოების თემებზეც იმსჯელეს. ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)