|
2016-02-13 16:23:28, 468 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: თუ მაღალი რანგის ტრიბუნალი იტყვის, რომ საქართველოში ეთნიკური წმენდა მოხდა, ეს კონფლიქტის მოგვარებისთვის სასარგებლო იქნება
„მაღალი რანგის ტრიბუნალი თუ იტყვის, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ეთნიკური წმენდა მოხდა, ეს მხოლოდდამხოლოდ სასარგებლო იქნება ყველაფრისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ ფატუ ბენსუდას, თანამშრომლობაზე მზადყოფნა დაუდასტურა. თინა ხიდაშელმა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომზე კონფლიქტის დარეგულირებასაც შეუწყობს ხელს. „ერთხელ და სამუდამოდ ასეთი მაღალი რანგის ტრიბუნალი თუ იტყვის, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ეთნიკური წმენდა მოხდა, რაც სრულიად ნათელია და ხელისგულზე დევს, ეს ყველაფრისთვის, მათ შორის კონფლიქტის მოგვარებისთვისაც მხოლოდდამხოლოდ სასარგებლო იქნება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძეც ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)