|
2016-02-13 11:39:38, 537 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია პარიზში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. მერიის ინფორმაციით, კონგრესის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე საქართველო პოსტ-მონიტორინგის ფაზაში იმყოფება, რაც მონიტორინგის დასკვნების მიხედვით გაკეთებული რეკომენდაციების შესრულებაზე დაკვირვებას და თანამშრომლობას გულისხმობს. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე თანამშრომლობისთვის ყველა დონეზე მზადაა. კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა 2015 წლის დეკემბერში საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და მას საქართველოსა და კონგრესს შორის დიალოგში წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. საუბარი, ასევე, შეეხო გზამკვლევს, რომელსაც ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად მოაწერა. ჟან-კლოდ ფრეკონის თქმით, საქართველოში ვიზიტად ყოფნის დროს, ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის შესახებ მთავარ პროკურორსაც შეხვდა, სადაც ყველა კითხვაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. კომიტეტის სხდომაზე კონგრესის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. კონგრესის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. კერძოდ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროქარტიის 6.4 და 9.6 მუხლების რატიფიცირება და ფისკალური გათანაბრების გაუმჯობესება მეტი ფინანსური დამოუკიდებლობისათვის. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება, რადგან მისი როლი უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში. რაც შეეხება თბილისის ყოფილი მერის საქმეს, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოები თავისუფალია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წნეხისგან. მისივე თქმით, სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობას საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ეს ყველაფერი 2012 წლიდან განხორციელებული რეფორმების მთავარ შედეგს წარმოადგენს. ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით აღებული ვალდებულებების დაცვას და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას აკვირდება.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)