21:07 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 17:04:29, 366 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან, ჰანა სერვა ტეტეჰთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ინვესტიციების მოზიდვის საკითხს, ბიზნეს კავშირების განვითარებას და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას.

ამასთან, ხაზი გაესვა ინსტიტუციური თანამშრომლობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყების მნიშვნელობას. შეხვედრისას ასევე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics