2016-02-12 12:52:48, 522 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს.
სინოდის სხდომაზე მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ. სინოდის გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან