|
2016-02-11 11:59:11, 514 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონში" სამუშაო შეხვედრას მართავს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას შვედეთის მიწის რეგისტრაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად, იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც პროექტის განხორციელებაში არიან ჩართულნი. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე, პროექტის მონიტორინგის, მეტამონაცემების სტანდარტსა და ტექნიკური სპეციფიკაციებზე იმუშავებენ. პროექტის განხორციელების შედეგად კიდევ უფრო ეფექტური გახდება გარემოსდაცვითი საკითხების, კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების მართვა და ფუნქციონირება; გამარტივდება სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მონაცემების გაცვლის პროცესი, შემცირდება ინფორმაციის მიღების დრო და რესურსი. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. „საქართველოში, გეო-საინფორმაციო და სივრცითი მონაცემების გამოყენების და გავრცელების თვალსაზრისით, რამდენიმე წლის წინ ვითარება სახარბიელო ნამდვილად არ იყო. ახლა, სხვადასხვა უწყების, განსაკუთრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. უამრავი ორგანიზაცია აქტიურად იყენებს ამ მონაცემებს. ამიტომ ვცდილობთ, პროექტი მაქსიმალურად გაფართოვდეს", -განაცხადა შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის სააგენტოს ექსპერტმა ანდერს ოსტმანმა. სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტო უწევს. ღონისძიება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)