2016-02-10 19:45:41, 562 ნახვა
საზოგადოება
ფოთის ქუჩაზე ხანძრისას ერთი მაშველი დაშავდა
ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას 13 სახანძრო ეკიპაჟი ცდილობდა. ხანძარი სამსართულიანი სახლის სხვენში გაჩნდა.
ადგილზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მაშველი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება, თუმცა მაშველი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.
ფოთის ქუჩას ელექტრონერგია ამ დრომდე მიეწოდება. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან