20:42 - 22 Jul, 2026
|
2024-03-07 17:02:32, 1121 ნახვა
რეგიონი
სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს კასპის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ადგილზე გაეცნენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კასპის მერიის ცნობით, ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი საქართველოს მთავრობის ინიციატივით ახალი პროგრამის ფარგლებში შენდება. "საბავშვო ბაღის მშენებლობას სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პატარები საუკეთესო სააღმზრდელო პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)