|
2024-03-04 15:12:37, 1255 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სხდომას გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. "სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: გენდერული თანასწორობის საბჭოს პესონალური შემადგენლობის ფორმირება; მიმდინარე წელში კვარტლების მიხდევით დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები. საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას. საბჭოს სხდომაზე დაიგეგმა პირველ კვარტალში განსახორციელებელი აქტივობები",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)