|
2024-02-29 17:53:37, 1335 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი, მაჟორიტარ დეპუტატთან და პარლამენტის წევრთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი სოსიაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპელ ახალგაზრდებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, შეხვედრა კასპის პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა არსებულ გამოწვევებზე, ახალ იდეებსა და ამ იდეების განხორციელების გზებზე ისაუბრეს. „შეკრებილებმა მათთვის საინტერესო ინიციატივებიც გააჟღერეს, რაც მუნიციპალიტეტში მეტი სპორტული და ახალგაზრდული სივრცის, დებატების კლუბისა და ბიბლიოთეკის მოწყობას გულისხმობს. ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს ვახტანგ მაისურაძემ და პარლამენტის წევრებმა უპასუხეს და სამომავლო გეგმებიც გააცნეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც მოეწყობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)