|
2024-02-28 16:34:40, 1375 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. კასპის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბარნაბიანთკარში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. "პროექტის მიხედვით, 1 052 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთი მოეწყობა. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. აღსანიშნავია, რომ მოცემული გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ცეკური“ ახორციელებს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)