|
2024-02-25 13:16:29, 1508 ნახვა
რეგიონი
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. "დღევანდელი დღე მძიმე და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 103 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ბრძოლა ქვეყნის ერთიანობისთვის გრძელდება",- განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა. ბათუმში, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში იმყოფებოდნენ, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)