|
2024-02-19 14:56:26, 1205 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, შეხვედრაზე სტიქიის შედეგად გამოწვეული საკითხების შესახებ ისაუბრეს. "აღსანიშნავია, რომ სოფლის ცენტრებთან მისასვლელი და შიდა საუბნო-სასოფლო გზები ყველა მიმართულებით გახსნილია, დასკვნით ფაზაშია საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოები. გეოლოგიურმა სამსახურმა ტერიტორიების შესწავლა დაასრულა, დასკვნის საფუძველზე, რომელიც მიმდინარე კვირას იქნება მზად, მოქალაქეებს მიეცემათ შესაბამისი კომპენსაცია. ასევე, თათბირზე ისაუბრეს მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროგრამების და პროექტების შესახებ. რიგ პროექტებზე ტენდერი გამოცხადებულია და პირველი მარტიდან დაიწყება სამუშაოები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)