|
2024-02-19 11:52:35, 1232 ნახვა
რეგიონი
კასპის მერია - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კრებები და კონსულტაციები დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კრებები და კონსულტაციები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, შეხვედრა მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა. შეხვედრის მიზანი კი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო. მათივე ცნობით, შეხვედრებზე ადგილობრივების უშუალო ჩართულობით განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეირჩა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებასა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრას უწყობს ხელს. შერჩეული პროექტები წლის ბოლომდე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)