|
2024-02-16 10:00:38, 1127 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აღაიანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით გაიმართა. “გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, გადაწყვეტილება კი სოფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემების მოგვარებაზე მიიღეს. შეხვედრაზე ასევე სოფლებისთვის სხვა საჭიროებებზეც ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ეტაპობრივად მოგვარდება. მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარია გამოყოფილი”, - აღნიშნულია ინფორმაიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)