23:10 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 15:03:04, 475 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე - „ნაცმოძრაობა“ გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა

აციონალური მოძრაობა“ გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მზადაა პარტიის კოორდინაციისთვის და პოლიტიკური საბჭოდან გარიყულების დასაბრუნებლად.

კალაძის თქმით, 2012 წლიდან მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაბამის პასუხს სცემს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„დიდი პრობლემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა. როგორ შეიძლება, იმ პოლიტიკურ გუნდს დაუჭირო მხარი, რომლის წევრებიც ხალხს აუპატიურებდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ და ა.შ. ხალხი მათ 2012 წლიდან შესაბამის პასუხს სცემს და ასე იქნება 2024 წელსაც“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები მხოლოდ პირადი გავლენისთვის იბრძვიან და სხვა ინტერესი არ გააჩნიათ.

„მელია, ხაბეიშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ერთმანეთზე დაპირისპირებული ადამიანები არიან, გავლენებისთვის იბრძვიან. ეს საკითხები არ მაინტერესებს. იქ არიან ჩარჩენილები, ჰქონიათ, რომ 2003 წელს რაც იყო, იგივე მოცემულობაა ქვეყანაში“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics