23:08 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 12:39:56, 724 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - თამაზ გინტურის გასვენების დღეს გორის მერი რუსეთში საქეიფოდ წავიდა - უკვე აღარაფერი გვიკვირს

თამაზ გინტურის გასვენების დღეს, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუსეთში საქეიფოდ წავიდა - უკვე აღარაფერი აღარ გვიკვირს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველო რუსეთის პროვინცია გახდა.

"ის, რაც დღეს ხდება გორის მერთან დაკავშირებით, როდესაც თამაზ გინტურის, ჩვენი გმირის გასვენების დღეს წავიდა საქეიფოდ რუსეთში - უკვე აღარაფერი აღარ გვიკვირს. საქართველო გახდა რუსეთის პროვინცია და ამას წყალი არ გაუვა",- განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics