|
2023-09-11 13:12:53, 1194 ნახვა
სამართალი
ლიკა ბითაძე - გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმეც და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული
სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. "მტკიცებულებების მოპოვების დროს გამოვლინდა, რომ თეა გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმეც და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. არ ეხება იმ კონკრეტულ დანაშაულს, რაც მის მიმართ იქნა განხორციელებული, ეს არის ახალი დანაშაული, რომლის მტკიცებულებებიც ჩვენ, დაცვის მხარემ მოვიპოვეთ, დაახლოებით, 14 აგვისტოს, შემდეგ 4 სექტემბერს ჩვენ გავუცვალეთ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები და ბრალდების მხარისთვის ეს მტკიცებულებები ცნობილი იყო. ბრალდების მხარე ვალდებული იყო, რომ დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუმცა ამ ეტაპამდე ბრალდების მხარეს რეაგირება არ ჰქონია",- განაცხადა ბოთაძემ. შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სეისმოლოგ თეა გოდოლაძეს ბრალი 126-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. „რუსთავი 2-ის" ცნობითვე, თეა გოდოლაძეს 2 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, საქმე კი სასამართლოში განიხილებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)