|
2023-09-07 19:21:40, 1234 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის პირს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. "თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის ბავშვთან, ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)