|
2023-07-27 14:52:16, 1226 ნახვა
სამართალი
ტერორისტული დანაშაულის საქმეზე დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა
ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივლისს გაავრცელა. საქმის ოფიციალური დეტალების მიხედვით, სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)