01:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 18:53:19, 1200 ნახვა

სამართალი
საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა მიიღო. 

პროკურორ ალექსანდრე ჩხაიძის განცხადებით, ბრალდებულისთვის ჟურნალისტური საქმიანობა მიუღებელია და არსებობდა საფრთხე, რომ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობრივი ქმედებები მომავალშიც განეხორციელებინა.

"არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ბრალდებულის მხრიდან. ვეყრდნობოდი იმ გარემობას, რომ ბრალდებულისთვის, ზოგადად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ჟურნალისტების საქმიანობა არის მიუღებელი და შესაბამისად, ნებისმიერ დროს, მომავალში ჟურნალისტების მიმართ, შესაძლოა, განახორციელოს ძალადობრივი ქმედებები",- თქვა პროკურორმა, ალექსანდრე ჩხაიძემ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 14 ივლისს გაავრცელა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი სულხან ჭკადუა ქალაქ საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და "მთავარი არხის" ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება",- ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბრალდებულის დაკავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics