|
2023-07-10 15:55:37, 1091 ნახვა
სამართალი
„თავხედური ტყუილია“ - ბაჩიაშვილის ადვოკატი ივანიშვილის ადვოკატს პასუხობს
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას "თავხედურ ტყუილს" უწოდებს. გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ივანიშვილის ინტერესების დამცველის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადება საქმის პოლიტიკურ მოტივაციას ადასტურებს. "ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თემო წიქვაძე "ფეისბუქზე" განცხადებას აქვეყნებს, სადაც ჩემს კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს ესხმის თავს. ის, რასაც წიქვაძე ამტკიცებს, თავხედური ტყუილია. თავად შეხედეთ საჩივარს და ნახავთ სესხის ხელშეკრულებას, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება ამ ყალბი საქმის მთელ წინაპირობას. საერთაშორისო სამართლის 40-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, ვერ ვიხსენებ, რომ საქმე აღძრულიყო მსგავსი არარსებული მიზეზებით. ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის. ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად იღებს ამ ბრალდებაზე პასუხისმგებლობას და როდესაც მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქმე მთლიანად მის მიერ არის განპირობებული და არ არის დაფუძნებული რამე რეალურ გამოძიებაზე, ეს ხაზს უსვამს მის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივაციას და ივანიშვილის გადაწყვეტილებას გამოიყენოს სახელმწიფო, რათა შელახოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის კარგი რეპუტაცია",- წერს რობერტ ამსტერდამი Twitter-ზე. ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ დღეს განცხადება გაავრცელა. წიქვაძის თქმით, მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან უსაფუძვლო ბრალდებაა. 6 ივლისს, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. იმავე დღეს, სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და და საზღვრის კვეთა აუკრძალა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)