|
2023-07-09 17:44:20, 1473 ნახვა
სამართალი
მამინაცვლის მამა, რომელსაც 9 წლის ბავშვის ცემას ედავებოდნენ, გაათავისუფლეს
რუსთავში 9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამინაცვლის მამა მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. როგორც მისმა ადვოკატმა, ნანა ჯახველაძემ "ფორმულასთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მოზარდმა გამოკითხვისას ცემის ფაქტი, რასაც მამინაცვლის მამას გამოძიება ედავებოდა, არ აღიარა. "გუშინ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა გამოძიებამ. სასამართლომ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა იმიტომ, რომ სამართლიანი მოსამართლეა და ამ ადამიანის მიმართ იყო პროვოკაცია მოწყობილი და ამიტომ დატოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე... ბავშვი ფსიქოლოგისა და ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხა, სადაც მან ცემის ფაქტი არ აღიარა",- ამბობს ადვოკატი. ცნობისთვის, რუსთავში 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა 7 ივლისს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა, რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა. მჭედლიძემ 5 ივლისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამინაცვლის მამამ ბავშვი "წიხლებით სცემა", კაცის ცოლი კი მას მოკვლით ემუქრებოდა. "9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი, ე.ი. კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა! დედა, მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს, ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის. გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო",- წერდა მჭედლიძე "ფეისბუქის" გვერდზე.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)