05:21 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 20:04:13, 1192 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ პირს, რომელმაც მეზობელი მამა-შვილის მკვლელობა სცადა ბრალდება წარუდგინა - მოქალაქე წინასწარ პატიმრობაში რჩება

საქართველოს პროკურატურამ ვარკეთილში მომხდარი ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.   

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში მოქალაქე ქრისტი მიქელაძე ჰყვება, რომ 18 ივნისს ღამით მეზობელი, რომან გიკაშვილი მას და მის მამას სახლში შეუვარდა და მათ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა.

როგორც ქრისტი მიქელაძე აღნიშნავს, მამამისს, აბესალომ მიქელაძეს 30ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში, ხოლო თავად 4 ჭრილობა და ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ მეზობელმა მისი, როგორც მოწმის მოკვლაც სცადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics