|
2015-02-09 17:44:23, 1096 ნახვა
სამართალი
ადვოკატი ნათლისღებაზე ირაკლი ფირცხალავასა და გია სოსანაშვილს შორის სატელეფონო საუბარს ადასტურებს
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია ადასტურებს, რომ ფირცხალავას იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ გია სოსანაშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ადვოკატის თქმით, ირაკლი ფირცხალავამ სოსიაშვილს მხოლოდ ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. "მიგვაჩნია, რომ ეს სატელეფონო ზარები არაფერს არ ნიშნავს და არანაირად არ აკავშირებს ირაკლი ფირცხალავას ამ მკვლელობის საქმესთან, უფრო მეტიც, ფირცხალავა ამბობს- "დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ტელეფონზე მისმენდნენ. ჩანაწერებიც იქნება. ამოიღონ, გამოაშკაროან და იქაც ნახავენ რა ტექსტით ვსაუბრობთ. დანაშაულის ჩადენა არანაირად არ ასხამდა წყალს ირაკლი ფირცხალავას და არც სხვა თანამშრომელთა წისქვილზე, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი მუხტი იმისა, რომ ამ საქმეებზე სიტუაცია გამძაფრებულიყო",-განაცხადა დავით ხაჟალიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)