|
2023-06-18 21:27:34, 1050 ნახვა
სამართალი
ლუკა შველიძე - ეს მუხლი არის სრული აბსურდი
„არანაირი ინფორმაცია შსს-ს ჩემთვის არ მოუწოდებია და სიმართლეც გითხრათ, ეს მუხლი არის სრული აბსურდი.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ. “დღეს ვარ დაზარალებულის სტატუსით მოსული აქ, უნდა მივცე ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, როგორ გვცემდნენ სტუდენტებს და როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის მოეყენებინათ ფიზიკური დაზიანება. რაც შეეხება იმ მუხლს, მე ვფიქრობ, რომ სრული აბსურდი არის, არანაირად არ ვეთანხმები და არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია შსს-ს ჩემთვის, არც ვიცი და სიმართლე გითხრათ აბსურდული მუხლი მგონია და არ ვაპირებ ამაზე საუბარში დრო დავხარჯო. როდესაც მივედით, ბანერების გაშლა გვინდოდა მდუმარედ, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა, ვიყავით რამდენიმე ადამიანი, დაგვხვდა ვიღაც წვერიანი პიროვნება, ჩვენზე ასაკით დიდი პიროვნება, შემდეგ დარეკა, რომ აქ რაღაც აქციას აწყობენ, გამოვიდა 20-მდე ადამიანი და პირდაპირი მოწოდება იყო ასეთი, რომ ამას ურტყით და დამესივნენ მე, მომაქციეს წრეში და დაიწყეს ჩემი ცემა, ვინც ცდილობდა, რომ ხელი შეეშალათ და გამოვეყვანე, მათ ხელს კრავდნენ და კიბეებზე აგორებდნენ, რაც კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს.“ - განაცხადა ლუკა შველიძემ. ლუკა შველიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ჩხუბისას დაშავდა. დაპირისპირება თსუ-ში მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტების ნაწილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)