|
2023-06-13 14:41:36, 1040 ნახვა
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე, მათ შორის პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ მისი ავტომანქანა დაწვეს. "ავტომობილი, რომელიც წარადგინეს ექსპერტიზაზე, ვერ გაირკვა, რით დაიწვა და არ იყო იქ ნავთის მინარევი. ერთი მოწმე ამბობდა, რომ თვითონ არ დაუნახავს, როგორ აზიანებდნენ მანქანას, მაგრამ დღეს თქვა, რომ თვითონ ხედავდა ამას",- აცხადებს გრიგორიადისის უფლებადამცველი ლიკა ბითაძე. პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ლაზარე გრიგორიადისს ნავთობპროდუქტებთან ჰქონდა შეხება. "მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დაინახა. მოწმე, როგორც გამოკითხვის ოქმში აფიქსირებდა, რომ არ შეეძლო კონკრეტული ნიშნებით ამოეცნო პირი, რომელმაც დაწვა მისი სამსახურებრივი ავტომობილი, იგივე დაადასტურა დღევანდელ პროცესზეც... ნავთობპროდუქტებთან ბრალდებულს შეხება ჰქონდა, რაც დაადასტურა უკვე ექსპერტიზამ",- უთხრა პროკურორმა ჟურნალისტებს. მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)