15:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 23:07:00, 1424 ნახვა

ომი უკრაინაში
დუდა - ვლადიმერ პუტინს ჯერ არცერთი ომი არ წაუგია

პუტინს ომი ჯერ არ წაუგია, ის დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული, – ამის შესახებ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დისკუსიისას პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

როგორ დუდამ აღნიშნა, რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი თითოეული სიცოცხლე ოქროს ფასისაა.

„დღეს ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი წააგო, მისი მარცხი კი მდგომარეობს იმაში, რომ ფინეთი გაწევრიანდა ნატო-ში მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ფინელი ხალხი ყოყმანობდა, უნდა ეთქვათ თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე. ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმერ პუტინს არ წაუგია არცერთი ომი

ეს სხვაობა უკვე აჩვენებს, ვის აქვს უპირატესობა. რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი თითოეული სიცოცხლე ოქროს ფასისაა. ეს განსხვავებული კულტურებია. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, მას იარაღის გიგანტური მარაგები აქვს. ჩვენ ვიცინით, რომ მას ფრონტზე 1960-იანი წლების ტანკები გაჰყავს – თითოეული ტანკი 50-60 ტონას იწონის. თუკი ის გადაადგილდება, ის გაჭყლეტს, იმის მიუხედავად, არის თუ არა თანამედროვე“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics