|
2023-05-30 10:27:43, 1391 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა - დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი
რუსეთმა კიევზე ღამით მასიური საჰაერო იერიში განახორციელა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 ჰოსპიტალიზებულია, 3 პირს კი, ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. კლიჩკოს თქმით, გოლოსეევსკის რაიონში დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ბოლო ორ სართულზე ხანძარი გაჩნდა. შენობიდან 20-ზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილზეა სამაშველო სამსახური და მაშველები ნანგრევებში შესაძლო მოყოლილებს ეძებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მათ შორის პეჩერსკის, დარნიცკის, დნეპროს, პოდილსკისა და სვიატოშინის რაიონებში. თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კერძო მანქანები. რაკეტის ნამსხვრევები კერძო სახლისა და ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)