|
2023-05-30 09:47:56, 1393 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედია - მოსკოვში ორ კორპუსს დრონები დაეჯახა [ვიდეო]
მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები [დრონები] ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი BAZA ავრცელებს. BAZA-ს ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლის მიმდებარედ, მცხოვრებლებმა დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მერმა, სერგეი სობიანინმაც დაადასტურა. „დღეს დილით ადრე, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. ქალაქის ყველა საგანგებო სამსახური შემთხვევის ადგილებზეა. ისინი მომხდარის გარემოებას არკვევენ. მოცემული მომენტისთვის არავინ სერიოზულად არ დაშავებულა“,- წერს სობიანინი. ამასთან, როგორც მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, საჰაერო თავდაცვამ რეგიონში რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდო. "დღეს დილით მოსკოვის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს აფეთქების ხმები ესმოდათ - ჩვენი საჰაერო თავდაცვის მუშაობის ხმაა. მოსკოვთან მიახლოებისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს",- წერს ანდრეი ვორობიოვი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)