15:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 16:21:25, 1398 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - რუსული აგრესიის შეჩერება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით უნდა მოხდეს

რუსული აგრესიის შეჩერება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

როგორც კულებამ აღნიშნა, რუსული თვითმფრინავებითა და რაკეტებით თავდასხმა, რომელიც უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და მოსახლეობისკენაა მიმართული, არის სამხედრო დანაშაული, რომელიც არ უნდა ჩაითვალოს ჩვეულებრივ ამბად.

"რუსული თავდასხმები თვითმფრინავებითა და რაკეტებით, რომელიც მშვიდობიანი უკრაინის ქალაქებისკენაა მიმართული, არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ ამბად, რაც არ უნდა ხშირად ხდებოდეს. ეს ყველაფერი ომის დანაშაულია და მათი შეჩერება უნდა მოხდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერებით, მათ შორის F-16 გამანადგურებლების მიწოდებით და რუსული აგრესიის დამარცხებით", - წერს კულება.

ცნობისთვის, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, 11:00 საათის შემდეგ, დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 11:20 საათზე კიევის ცენტრი აფეთქებების ხმა გაისმა. საჰაერო განგაში იყო ასევე გამოცხადებული ხარკოვსა და ჩერნიგოვში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics