|
2023-05-17 17:13:32, 1409 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია უკრაინისთვის წელს შეიქმნება
მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია უკრაინისთვის წელს შეიქმნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინელი მფრინავების წვრთნის დასაწყებად - გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანა მზადაა, უკრაინის საჰაერო კოალიცია საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოს. "ეს ყველაფერი პრეზიდენტისა და ყველა ჩვენგანის საერთაშორისო კონტაქტების შედეგია, ვინც დიპლომატიურ ფრონტზე ვმუშაობთ. ჩვენი პრიორიტეტია F-16, თუმცა სხვა ტიპის თვითმფრინავები და ტანკებიც გვესაჭიროება. ისევ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იღებენ პირველ გადაწყვეტილებებს, რაც მთავარი გადაწყვეტილების მიღებამდე მიგვიყვანს. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი და შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე უკრაინული საზოგადოება მოელის", - განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნა სურთ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)