04:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 10:21:48, 1970 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - 31 Abrams-ის ტანკი უკვე გერმანიაშია, უკრაინელების წვრთნები მალე დაიწყება

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინული ძალების სწავლების პროგრამის დაწყებამდე, გერმანიაში 31 M1 Abrams-ის ტიპის ტანკი ჩავიდა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების გადამზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება.

"შემიძლია დავადასტურო, რომ 1A1 Abrams-ის ტიპის 31 სასწავლო ტანკი გერმანიის გრაფენვერის სასწავლო ცენტრში ჩავიდა, რათა უკრაინული სატანკო ეკიპაჟის შემდგომი წვრთნისთვის მოამზადონ. მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟები ჩამოვლენ და დაიწყებენ წვრთნას მომდევნო რამდენიმე კვირაში",- განაცხადა რაიდერმა.

მისივე თქმით, ტანკები, რომლებიც ახლა გერმანიაში იგზავნება, განკუთვნილია უკრაინელი ეკიპაჟის მოსამზადებლად, ხოლო ტანკებს, რომლებსაც უკრაინაში გაგზავნიან, აახლებენ და გადაზიდვისთვის ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა Abrams-ის ტანკებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics