|
2023-05-15 16:54:51, 1344 ნახვა
ომი უკრაინაში
კალასი - რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან
რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უკრაინის დახმარება, იქამდე, სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ მისი გამარჯვება შეუძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულებაში ჩინეთს დიდი როლი აკისრია და მნიშვნელოვანია, რომ ის ცივილიზებული სამყაროს გვერდით დადგეს. „ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ავღანეთში, როდესაც ათი წლის შემდეგ უკან დაიხიეს. თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერი დაიწყო 2014 წელს, მაშინ ჩვენ უკვე მეათე წელში ვართ. აქ არის ერთი აგრესორი და მსხვერპლი. ამ ყველაფრის გაურკვევლობად ქცევა ვიღაცის ინტერესში შედის, მაგრამ, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ჩინეთი ჩვენს მხარეს იქნება და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალასმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)