|
2023-05-13 22:21:45, 1332 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონტრშეტევაზე - თქვენ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი იგრძნობს
მე ვერ გიპასუხებთ [როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები] მაგრამ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს, - ამის შესახებ იტალიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა კონტრშეტევისთვის სერიოზულად და დიდი მოტივაციით ემზადება, აქედან გამომდინარე აუცილებლად გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. "ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. აუცილებლად გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ვიცი, რომ ჩვენ ყველანი ძალიან მოტივირებული ვართ, არა მხოლოდ ისინი, ვინც ამ გეგმის შესახებ იციან, არამედ ჩვენი ხალხიც. მე ვერ გიპასუხებთ როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები, მაგრამ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია, სადაც იტალიის პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)