|
2023-05-13 10:36:53, 1379 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები - ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 17 Shahed-ის დრონი ჩამოაგდო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 17 Shahed-ის დრონი ჩამოაგდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათი ცნობით, Shahed-136/131 გაშვება ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით განხორციელდა, ამასთან გაშვებული დრონები ხმელინცკის ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა. მათი განცხადებით, ზარალის შესასწავლად შესაბამისი ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. "2023 წლის 13 მაისის შუაღამისას მტერმა უკრაინას ირანის წარმოების Shahed-136/131 უპილოტო საფრენი აპარატებით ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით შეუტია. სულ დაფიქსირდა 21 გაშვება. სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა 17დრონი, საბრძოლო საზენიტო-სარაკეტო იარაღის, მოიერიშე თვითმფრინავების და მობილური სახანძრო ჯგუფების გამოყენებით. სამწუხაროდ, ხმელნიცკის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მტრის თვითმფრინავები მოხვდა. ადგილობრივი ხელისუფლება და სამსახურები მუშაობენ შედეგების აღმოსაფხვრელად",- აღნიშნულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)